
29-31 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში (55-ე აუდიტორია) გაიმართება ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ თამარ გაგოშიძის საჯარო ლექცია თემაზე: „ნეიროფსიქოლოგია, როგორც ინტერდისციპლინური მეცნიერება და მისი როლი ადამიანის ქცევის გაგებაში“.
საჯარო ლექციის ჩატარების გრაფიკი
№ | ლექციის ჩატარების რიცხვი | დრო | საათების რაოდენობა | საჯარო ლექციის თემა |
1 | 29 ოქტომბერი | 14:00-15:30 | 1 სთ 30 წთ | ნეიროფსიქოლოგია, როგორც ინტერდისციპლინური მეცნიერება და მისი როლი ადამიანის ქცევის გაგებაში. |
2 | 30 ოქტომბერი | 13:00-15:30 | 2 სთ 30 წთ | მეტყველებისა და კომუნიკაციის დარღვევები ბავშვებში. |
3 | 31 ოქტომბერი | 13:00-15:00 | 2 სთ | დემენციების ნეიროფსიქოლოგია. |
უკან |