უნივერსიტეტის მხიარულთა და საზრიანთა გუნდების შიდა ჩემპიონატი გაიმართა

სურათი

სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხიარულთა და საზრიანთა გუნდების შიდა ჩემპიონატი გაიმართა. პირველობისათვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ოთხი ფაკულტეტის გუნდი იბრძოდა. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის, ტექნოლოგიური, ტურიზმის და იურიდიული ფაკულტეტების მხიარულმა და საზრიანმა სტუდენტებმა საკუთარი შესაძლებლობები „მისალმების“ ნომინაციაში გამოავლინეს. კომპეტენტური ჟიურის შეფასებით, საუკეთესოდ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის გუნდი დასახელდა, მეორე ადგილზე ჰუმანიტარული ფაკულტეტი გავიდა, ხოლო მესამეზე - ტურიზმის ფაკულტეტი. უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მერაბ ხალვაშმა სტუდენტებს გამარჯვება მიულოცა, წარმატებები უსურვა და დადებითად შეაფასა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ნაკრებ "პორტო ფრანკოს" მონაწილეობა საქართველოს მან-სან-კან-ის რეგიონალურ ლიგაში. ბსუ-ს გუნდმა 21 ნოემბერს გამართულ ნახევარფინალში გაიმარჯვა და 17 დეკემბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაგეგმილ ფინალურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა