თანამშრომლობის მემორანდუმი პოლონეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან

სურათი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ქვემო სილეზიის სავიევოდოს დელეგაცია ეწვია. ვროცლავის ფიზიკური აღზრდის საუნივერსიტეტო სკოლის ტურიზმის კათედრის ხელმძღვანელი პიოტრ ოლესნიევჩი, ვროცლავის უმაღლეს საბანკო სკოლის კანცლერი მარეკ ნატალი, ვიცე-კანცლერი ბარბარა სცეპანიკი და მცირე საექსპერიმენტო-საპროდუქციო კომპანიის წარმომდგენელი ივან მაკრავი უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელს მერაბ ხალვაშს, რექტორის მოადგილეებსა და ფაკულტეტების დეკანებს შეხვდნენ. პოლონეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები ბსუ-ს სასწავლო პროგრამებს გაეცნენ და თანამშრომლობის  პირობებზე შეთანხმდნენ. მხარეებმა მემორანდუმს ხელი სასტუმრო „ჰილტონ ბათუმში“ გამართული შეხვედრის შემდეგ მოაწერეს. დოკუმენტი მიზნად ისახავს ერთობლივ საგანმანათლებლო პროგრამებთან ერთად, სამეცნიერო პროექტების განხორციელებასა და გაცვლითი პროგრამების ამოქმედებას. 
 
ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს ერთობლივი კონფერენციების, სიმპოზიუმებისა და სემინარების ჩატარებასა და გამოცდილების გაზიარებას. მხარეთა შეთანხმებით, დაიგეგმა პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ინტერნეტბიბლიოთეკის დანერგვა, საგანმანათლებლო, მეცნიერული და მეთოდოლოგიური ლიტერატურის გაცვლა და გაზიარება.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა