ტემპუსის საგრანტო პროექტის „530311-TEMPUS-1-2012-1-AM-TEMPUS-JPCR: MASTER IN HIGHER EDUCATION MANAGEMENT: DEVELOPING LEADERS FOR MANAGING EDUCATIONAL TRANSFORMATION“ ეგიდით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამდღიანი ტრენინგი გაიმართა თემაზე: „ორგანიზაციული მენეჯმენტი“. ეკონომიკის დოქტორმა კონსტანტინე მეგრელიშვილმა აჭარის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს უმაღლესი განათლების მენეჯმენტი გააცნო. ასევე ისაუბრა მენეჯმენტის საერთაშორისო გამოცდილებასა და თანამედროვე მიღწევებზე. ტემპუსის პროექტის ფარგლებში, ევროპელი პარტნიორების კონსულტაციების საფუძველზე მომზადდა სამაგისტრო პროგრამა „უმაღლესი განათლების მენეჯმენტი“. საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციის მქონე მაღალკვალიფიციური და კონკურენტუნარიანი მენეჯერების მომზადება.სწავლების დასასრულს ექსპერტმა ეკონომიკის დარგში მარკ როდესმა ტრენინგის მონაწილეებს გამოცდილება გაუზიარა და სერტიფიკატები გადასცა.
უკან |