საგარეო ურთიერთობათა და სტრატეგიული განვითარების სამსახურის უფროსმა ნანა ყურშუბაძემ და მთავარმა სპეციალისტმა ხათუნა ხაბაძემ ტემპუსის პროექტის INOTLES-ის (სწავლებისა და სწავლის ინოვაციები ევროპისმცოდნეობის დარგში) ფარგლებში ნიდერლანდების სამეფოში, მაასტრიხტის უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა. პროექტის მონაწილეებმა პარტნიორი უნივერსიტეტების სამომავლო სამუშაო გეგმა განიხილეს და ევროპისმცოდნეობის სასწავლო პროგრამებს გაეცნენ.
უკან |