განათლების IV საერთაშორისო გამოფენა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა საგამოფენო ცენტრ ,,ექსპო-ჯორჯიაში”გამართულ განათლების IV საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ტურიზმის ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ მერაბ დიასამიძემ, პრესსამსახურის უფროსმა ნინო დოლიძემ, სტუდენტებმა: ნონა მარკარიანმა, დავით ბენდელიანმა და რეზო ჭანტურიამ აბიტურიენტებსა და ყველა დაინტერესებულ პირს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სასწავლო პროგრამები, სწავლების პირობები, სტუდენტური ცხოვრება, გაცვლითი და სოციალური პროგრამები გააცნეს. დაიგეგმა თანამშრომლობის დამყარება საქართველოსა და უცხოეთის უმაღლეს სასწავლებლებთან, ერთობლივი პროექტების განხორციელება და სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა სტაჟირება. ორდღიანი განათლების საერთაშორისო გამოფენა 14 თებერვალს გაიხსნა და მასში საქართველოსა და უცხოეთის 100-ზე მეტი საგანმანათლებლო დაწესებულება მონაწილეობდა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა