მემორანდუმი OTH რეგენსბურგის უმაღლეს სასწავლებელთან

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, ასოცირებულმა პროფესორმა ირაკლი ბარამიძემ და OTH რეგენსბურგის უმაღლესი სასწავლებლის პროფესორმა მარტინ ენზერმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ხელშეკრულება ითვალისწინებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ერთობლივი კონფერენციების, ტრენინგების, სემინარების ჩატარებასა და სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა გაცვლითი პროგრამების განხორციელებას. მემორანდუმის ფარგლებში შემუშავდება ერთობლივი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა „სოციალური მუშაკი“ და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა „სოციალური სამსახური“.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა