,,გაიღე სისხლი-გადაარჩინე სიცოცხლე“- ამ დევიზით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა აქცია გამართეს. სისხლი დღეს 30-ზე მეტმა სტუდენტმა და პროფესორმა გაიღო, ხოლო დონორობის სურვილი 100-ზე მეტმა გამოთქვა. ღონისძიება მიზნად ისახავს დახმარება გაუწიოს იმ პირებს, რომელთაც სისხლი ესაჭიროებათ, თითოეული ადამიანისგან უსასყიდლოდ გაღებული სისხლი მათ სიცოცხლეს გაუხანგრძლივებს. სისხლის ბანკის შესავსებად ეტაპობრივად უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტის სტუდენტი და პროფესორ-მასწავლებელი ჩაერთვება.
უკან |