პროექტი „აჭარის ახალგაზრდული უმაღლესი საბჭო“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტ „აჭარის ახალგაზრდული უმაღლესი საბჭოს“ წარდგინება გაიმართა. პროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდული უმაღლესი საბჭო“ ახორციელებს და მიზნად ისახავს ახალგაზრდების უნარ-ჩვევების განვითარებას, კომპეტენტური აზრის ფორმირებასა და ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობას საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური მნიშვნელობის საკითხებზე. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მუშაობის პრინციპზე დაფუძნებული „აჭარის ახალგაზრდული უმაღლესი საბჭოს“ მუშაობაში ჩართული იქნება კონკურსის წესით შერჩეული 30 წევრი. ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ სამოქალაქო საზოგადოების განვითარების, ადვოკატირების, კონფლიქტების მართვის, დიპლომატიის, მოლაპარაკებების ხელოვნების, საჯაროდ სიტყვით გამოსვლის ხელოვნებასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ორიენტირებულ სასწავლო პროგრამაში.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა