უკრაინის დელეგაცია უნივერსიტეტს სტუმრობს

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს საქმიანი ვიზიტით უკრაინის, ქ. ტერნოპილის დელეგაცია სტუმრობდა.  ტერნოპილის ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ანდრეი კრისოვატი, ამავე უნივერსიტეტის კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი რომან ციკვასი და ქ.ტერნოპილის ვიცე-მერი  ლეონიდ ბიცურა რექტორის მოადგილეს, ნათია წიკლაშვილს შეხვდნენ. შეხვედრაზე განიხილეს თანამშრომლობის გაღრმავება, მჭიდრო ურთიერთობების დამყარება და გამოცდილების გაზიარება  ყველა შესაძლო მიმართულებით.

ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ტერნოპილის ეროვნულ ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის უკვე მოქმედებს ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი, აღნიშნული შეხვედრა კი მის კიდევ უფრო ხელშეწყობასა და გაფართოებას ემსახურება.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა