„აჭარის პოლიტიკური და ეკონომიკური ისტორია (1921-1940)“

სურათი

უნივერსიტეტში ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის ოთარ თურმანიძის წიგნის „აჭარის პოლიტიკური და ეკონომიკური ისტორია (1921-1940)“ წიგნის წარდგინება გაიმართა. მონოგრაფია აჭარის XX საუკუნის 20-30-იან წლების პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური ისტორიის საკითხებს ეძღვნება. ნაშრომში აღწერილია საოლქო რევკომის ფორმირება, საბჭოთა ხელისუფლების გამოცხადება, ბრძოლა თურქი ოკუპანტების წინააღმდეგ, ავტონომიური რესპუბლიკის შექმნა, სახელმწიფო ორგანოების ჩამოყალიბება. ასევე განხილულია ეკონომიკური გარდაქმნები: წარმოების ძირითად საშუალებათა ნაციონალიზაცია, სამრეწველო-ეკონომიკური და აგრარული რეფორმები. ავტორი განიხილავს მრეწველობის, ტრანსპორტისა და სოფლის მეურნეობის ძირითად დარგებს. ნაშრომი განკუთვნილია სპეციალისტების, სტუდენტებისა და მკითხველთა ფართო წრისათვის.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა