ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალიოშა ბაკურიძე, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ედიშერ ჩავლეიშვილი, რექტორის მოადგილეები ნათია წიკლაშვილი და ირაკლი ბარამიძე უნივერსიტეტის ინსტიტუტების მეცნიერ-თანამშრომლებს შეხვდნენ. სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების წარმომადგენლებმა ინსტიტუტების აქტუალურ საკითხებზე, კვლევის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების აუცილებლობაზე, მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და რექტორმა მკვლევარების შეკითხვებს უპასუხა.
უკან |