„ბიოტექნოლოგია - XXI საუკუნეში ქვეყნის განვითარების მაგისტრალური გზა“

სურათი

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: „ბიოტექნოლოგია - XXI საუკუნეში ქვეყნის განვითარების მაგისტრალური გზა“. აკადემიკოსმა სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს მეცნიერებათა აკადემიაში განხორციელებული ცვლილებები, დაგეგმილი პროექტები და არსებული პრობლემების გადაჭრის გზები გააცნო. ისაუბრა ბიოტექნოლოგიის სიახლეებზე, აქტუალურ საკითხებსა და XXI საუკუნის გამოწვევებზე. მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა ისეთ მნიშვნელოვან პრობლემებზე, როგორიცაა: სურსათისა და მისი ცალკეული ინგრედიენტების იაფი და მასიური წარმოება ტრადიციული და არატრადიციული ტექნოლოგიებით, მასშტაბური ურბანიზაციით გამოწვეული ეკოლოგიური მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება, ალტერნატიული ენერგომატარებლები, რადიაციის ფონის ზრდა, ბუნებაში სპონტანური მუტაციების და მუტაგენური ეფექტის მნიშვნელოვანი მატება, ახალი ტიპის სამკურნალო საშუალებები, გენმოდიფიცირებული ორგანიზმები: პრობლემები და გამოყენება.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა