ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ირანის ისლამური რესპუბლიკის გენერალური კონსული ბათუმში აჰმად რეზა არჯანი კულტურის ატაშესთან ერთად ეწვია. უნივერსიტეტის რექტორის მოადგილეებთან ირაკლი ბარამიძესთან და ნათია წიკლაშვილთან გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე სტუმარებმა ორი ქვეყნის ურთიერთობებზე ისაუბრეს. მხარეები ერთობლივი სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებასა და კულტურული ღონისძიებების ჩატარებაზე შეთანხმდნენ.
უკან |