ევროპის დღე ბსუ-ში

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროპის დღე რამდენიმე ღონისძიებით აღინიშნა. კვირეული ისტორიის სპეციალობის სტუდენტთა კონფერენციით -,,ევროპა და საქართველო“ გაიხსნა. შედგა ფილმის ,,მოგზაურობა ეროპაში“ ჩვენება. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებმა სტუდენტებს საზღვარგარეთ სწავლის პირობები გააცნეს და გაცვლითი პროგრამების შესახებ პრეზენტაციები წარუდგინეს.

ღონისძიების ფარგლებში სტუდენტებმა სახელწოდებით -,,ევროპა იწყება საბერძნეთით“ ანტიკური სამოსის დეფილე გამართეს, ასევე  საფრანგეთის, გერმანიის, ინგლისისა და  სლავური სამყაროების კუთხეები მოაწყვეს, სადაც ნაციონალური სამზარეულო, ტანსაცმელი და ტრადიციები წარმოადგინეს.
ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, საგარეო საქმეთა სამსახურისა და საინფორმაციო ცენტრი „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ’’  ორგანიზებით ჩატარდა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა