უნივერსიტეტში ჰეიდარ ალიევის სახელობის აზერბაიჯანისმცოდნეობის აუდიტორია გაიხსნა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში აზერბაიჯანის ყოფილი პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის 93 წლის იუბილესთან დაკავშირებით აზერბაიჯანისმცოდნეობის აუდიტორია გაიხსნა. აუდიტორია აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალმურმა კონსულმა ქალაქ ბათუმში რაშად ისმაილოვმა, ბსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მერაბ ხალვაშმა, აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ავთანდილ ბერიძემ და აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა გიორგი თავამაიშვილმა გახსნეს. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და აზერბაიჯანის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის უკვე რამდენიმე წელია მოქმედებს სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა გაცვლითი პროგრამები, მიმდინარე სასწავლო წელს მემორანდუმი გაფორმდა აზერბაიჯანის არქიტექტურისა და მშენებლობის უნივერსიტეტთან, რომელიც ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების ამოქმედებას ითვალისწინებს. აზერბაიჯანისმცოდნეობის აუდიტორია ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას და საგანმანათლებლო და კულტურული პროექტების განხორციელებას.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა