განათლების საერთაშორისო ცენტრის საინფორმაციო შეხვედრა

სურათი

განათლების საერთაშორისო ცენტრმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრა 2016-2017 სასწავლო წლისთვის საზღვარგარეთ სამაგისტრო, სადოქტორო და სახელმწიფო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთათვის კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებს  შეეხებოდა.  პროგრამის კოორდინატორმა ნინო სულავამ სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს კონკურსის მოთხოვნებისა და პირობების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. 2016-2017 სასწავლო წლისთვის საზღვარგარეთ სამაგისტრო, სადოქტორო და სახელმწიფო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთათვის კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამების განცხადების მიღება 26 აპრილიდან დაიწყო და 27 მაისის ჩათვლით გრძელდება. პრიორიტეტულად განისაზღვრა  შემდეგი მიმართულებები/სპეცილობები:

  • აგრარული მეცნიერებები;
  • განათლება; ინჟინერია;
  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
  • სოციალური მეცნიერებები;
  • ჰუმანიტარული მეცნიერებები;
  • სამართალი;
  • არქიტექტურა;
  • საჯარო მმართველობა;
  • მენეჯმენტი.

განათლების საერთაშორისო ცენტრმა 2014-2016 წლებში 200-მდე საქართველოს მოქალაქეს დაუმტკიცა სასწავლო სტიპენდია. მათმა ნაწილმა უკვე დაასრულა საზღვარგარეთ სწავლა, დაბრუნდა ქვეყანაში და მიღებული ცოდნის რეალიზებას საკუთარ ქვეყანაში განაგრძობს.

პროგრამის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ ლინკზე: http://iec.gov.ge


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა