თბილისში გამართულ საუნივერსიტეტო დებატებში ბსუ-ს გუნდმა ჩემპიონობა მოიპოვა. კარლ-პოპერის ფორმატის საუნივერსიტეტო ტურნირში ბსუ-ს სტუდენტებმა საკვალიფიკაციო თამაშში სულხან-საბასა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტების გუნდებს სძლიეს, ნახევარფინალში- თსუ-ს, ფინალში კი ილიას უნივერსიტეტის ნაკრები დაამარცხეს. სადებატო რეზოლუცია საქართველოში ადამიანთა უფლებების დაცვას შეეხებოდა.
ბსუ-ს ნაკრები წარმოდგენილი იყო სტუდენტებით: დავით ფარტენაძე - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი, ლელა ფაღავა - სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი და აკაკი გვიანიძე - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტი.
საუნივერსიტეტო დებატები ‘’სტუდენტური დღეები -2016’’- ის ფარგლებში გაიმართა. ტურნირი 4 წელია ტარდება და მასში საქართველოს სხვადასხვა წამყვანი უნივერსიტეტები მონაწილეობენ.
უკან |