ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ნინო კობახიძემ ბსუ-ს სტუდენტებისათვის საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის საგანმანათლებლო ინიციატივების წარდგინება გამართა. საგანმანათლებლო ინიციატივები საერთაშორისო განათლების ცენტრის შექმნას, საჯარო სამსახურში წარჩინებული სტუდენტების სტაჟირებასა და სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებლის აშენებას ითვალისწინებს. ნინო კობახიძემ წარდგინებისას ყურადღება გაამახვილა ასევე საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტზე - განათლებაზე და მისი განვითარების პერსპექტივებზე. საგანმანათლებლო ინიციატივების წარდგინების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ სტუდენტების კითხვებს უპასუხა.
უკან |