1989 წლის 9 აპრილი

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა 1989 წლის 9 აპრილს მთავრობის სასახლესთან საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს. 25 წლის წინ განვითარებულ მოვლენებს მიეძღვნა სტუდენტთა კონფერენცია თემაზე: „9 აპრილი - სისხლით დამძიმებული თავისუფლება“. ტრაგიკული მოვლენების ამსახველი ფოტოქრონიკის ჩვენების შემდეგ სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს ტრაგიკულ ღამეს დაღუპული გმირები, მათი ხსოვნის უკვდავსაყოფად სანთლები დაანთეს, ზღვისპირა პარკში მანათობელი ფრანები გაუშვეს და მემორიალი ტიტებით შეამკეს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა