ბათუმის შოთა რუსთაველი სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალგაზრდული უმაღლესი საბჭოს ორგანიზებით საერთაშორისო სავაჭრო პალატის პროექტ ICC Youth Georgia-ს პრეზენტაცია ჩატარდა. პროგრამა მიზნად ისახავს წარმატებული, აქტიური სტუდენტების ჩართვას ბიზნეს პროექტებში, ახალგაზრდებისათვის გამოცდილების გაზიარებას, პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობას, დასაქმებასა და ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერას. საუკეთესო სტუდენტური პროექტები კომპანიის მხარდაჭერით განხორციელდება. საერთაშორისო სავაჭრო პალატის ახალგაზრდულ პროექტში ქვეყნის შვიდი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები არიან ჩართული.
უკან |