ბათუმის V საერთაშორისო საზაფხულო სკოლა



„დიგიტალური ჰუმანიტარია - ენისა და კულტურის ელექტრონული დოკუმენტაცია“

2016 წლის 25 - 31 აგვისტო

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფრანკფურტის იოჰან ვოლფგანგ გოეთეს უნივერსიტეტთან თანამშრომლობითა და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით 25-31 აგვისტოს ატარებს საერთაშორისო საზაფხულო სკოლას: „დიგიტალური ჰუმანიტარია - ენისა და კულტურის ელექტრონული დოკუმენტაცია“ (ხელმძღვანელები: პროფ. მ. თანდაშვილი – ფრანკფურტის უნივერსიტეტი, პროფ. რ. ხალვაში – ბსუ).


ბათუმის საზაფხულო სკოლა 2012 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და მიზნად ისახავს დიგიტალური ჰუმანიტარიის განვითარებას საქართველოში. ამჯერადაც იგი ინტერდისციპლინარულ პროგრამას სთავაზობს საზაფხულო სკოლის მონაწილეებს და ითვალისწინებს ენისა და კულტურის ელექტრონული დოკუმენტაციის ძირითადი პრინციპებისა და მეთოდების შესწავლას, აღნიშნული პროფილის ქართული და საერთაშორისო ელექტრონული რესურსების გაცნობას, საველე სამუშაოების ჩატარების უნარ-ჩვევების გამომუშავებას. სტუდენტებს საშუალება მიეცემათ 10 დღის განმავლობაში მოუსმინონ ქართველი და ევროპელი მეცნიერების თეორიულ ლექციებს, თავად ჩაიწერონ მასალები საზაფხულო სკოლის მიერ მოწყობილ ექსპედიციაში, მოახდინონ მოპოვებული მასალების ელექტრონული დოკუმენტაცია საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით და წარმოადგინონ საზაფხულო სკოლაში მიღებული თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული სამუშაოს ბაზაზე დამუშავებული საპრეზენტაციო მოხსენება.


27-29 აგვისტოს საზფახულო სკოლის ფარგლებში ჩატარდება საერთაშორისო ვორკშოფი დიგიტალრ ჰუმანიტარიაში გერმანელი და ჰოლანდიელი პროფესორების - ნიკოლაუს ჰიმელმანის, სებასტიან დრუდეს, როზელინ კოსტასა და მონიკა რინდ-პავლოვსკის მონაწილეობით.


საზაფხულო სკოლა გამიზნულია საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებისთვის.

  პროგრამა

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა