უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა საზეიმო გაცილება

სურათი

საზაფხულო თეატრში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა 79-ე საზეიმო გაცილება გაიმართა. უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ მანტიებში გამოწყობილ წარჩინებულ სტუდენტებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრება მიულოცა და სიგელები გადასცა. აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ავთანდილ ბერიძემ, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი ჩავლეიშვილმა, აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომისიის თავმჯდომარემ გიორგი მასალკინმა, აჭარის სპორტისა ახალგაზრდობის დეპარტამენტის თავმჯდომარემ მერაბ ნაგერვაძემ, აჭარის მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ დავით თედორაძემ, ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ედიშერ ჩავლეიშვილმა ახალგაზრდებს წარმატებები უსურვეს და საუნივერსიტეტო ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობისათვის სიგელებით დააჯილდოეს. უნივერსიტეტი წელს 1044 სტუდენტმა დაამთავრა, მათგან წარჩინებული 46 კურსდამთავრებულია.


საზეიმო გაცილების ცერემონია მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის აღსაზრდელების, უნივერსიტეტის გოგონათა სიმღერის ფოლკლორული ანსამბლ „თირინის“, საესტრადო სიმღერის შემსრულებლების - იაგო ბეჟანიძის და თამარ ცინარიძის, ლუკა ზაქარიაძისა და ჯგუფ ,,pick uppers”, თეო ჩიტიშვილისა და გოგონათა როკ-ჯგუფის ,,Vanilla Cage“ კონცერტით დასრულდა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა