ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ,,სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ მმართველობის ქვეშ არსებულ ქუთაისის სასწავლო ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი ითვალისწინებს ქუთაისის სასწავლო ცენტრის ბაზაზე სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა კლინიკურ უნარ-ჩვევებში დახელოვნებასა და მედიკოსთა უწყვეტ პოსტდიპლომური განათლების ხელშეწყობას. ბსუ-ში მოქმედებს სამედიცინო განათლებისა და მედიკოსთა პროფესიული განვითარების ცენტრი, მემორანდუმის ფარგლებში დაიგეგმა ერთობლივი კონფერენციების, სემინარების, ტრენინგების ჩატარება და სხვადასხვა პროექტების განხორციელება
უკან |