განათლების დოქტორის ანა გილ-გარსიას საჯარო ლექციის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს

სურათი

აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა გიორგი თავამაიშვილმა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ განათლების დოქტორის, ანა გილ-გარსიას საჯარო ლექციის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს. განათლების დოქტორმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებისთვის, დოქტორანტებისა და მაგისტრანტებისთვის ხუთდღიანი სემინარი ჩაატარა თემაზე: ,,კვლევის მეთოდები საგანმანათლებლო კლასში: განათლების გადაწყვეტილებათა მიღება მონაცემთა საფუძველზე“. მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა ისეთ საკითხებზე როგორიცაა: კვლევა საგანმანათლებლო კლასში, ემპირიული და ნორმატიული მიდგომები, კვლევის როლი პროფესიულ პრაქტიკაში, კვლევის რაოდენობრივი, თვისობრივი და შერეული მეთოდური მიდგომების განსაზღვრა, კვლევების გამოყენება საგანმანათლებლო პრობლემებთან მიმართებაში და შეფასებითი კვლევა. ანა გილ-გარსია 1974 წლიდან მოღვაწეობს დასავლეთ მიჩიგანის, კარაკასის, ქაიროსა და ილიონისის უნივერსიტეტებში. საჯარო ლექცია აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ,,უმაღლესი განათლების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ჩატარდა


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა