განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის ნაშრომების დაცვა და საზეიმო გაცილება

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების სამაგისტრო ნაშრომების დაცვა და საზეიმო გაცილება გაიმართა. განათლების ადმინისტრირების ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში 2012-2013 სასწავლო წლიდან მოქმედებს. საგანმანათლებლო პროგრამა პირველად ხორციელდება და მიზნად ისახავს მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისა და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი ხელმძღვანელების მომზადებას განათლების ყველა საფეხურისათვის. სასწავლო პროცესს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები უძღვებიან. სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულები დასაქმდებიან სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულების, განათლების მიმართულების მქონე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების მმართველ პოზიციებზე.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა შეიქმნა აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს განათლების მართვის პროექტის ფარგლებში, USAID-ის პროექტის მხარდაჭერით და 2009 წლიდან კალიფორნიის ლოს–ანჟელესის უნივერსიტეტთან ერთად ხორციელდება.

პროგრამის ეფექტურად განხორციელებისა და კურსდამთავრებულთა დასაქმების უზრუნველსაყოფად უნივერსიტეტი თანამშრომლობს სხვადასხვა საფეხურის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და დამსაქმებლებთან.

განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა 13-მა სტუდენტმა დაამთავრა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა