ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩაერთო კომპანია “Georgian Software Systems” მიერ შემოთავაზებულ პროგრამაში: „GSS for Education“.
პროგრამა მოიცავს საგანმანათლებლო დაწესებულებებში პედაგოგებისა და სტუდენტებისთვის საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების ონლაინ ბიბლიოთეკით www.gsscode.ge სარგებლობის საშუალებას.
სრული აღწერა იხელეთ მისამართზე - http://gss.ge/GSSCode/Description.
სერვისი მოიცავს აგრეთვე პრაქტიკულ შესაძლებლობებს:
1. ამოქმედების თარიღები - შესაძლებელია ნორმატიული აქტების კოდიფიცირებული ტექსტები ნახოთ მათი ამოქმედების თარიღების მიხედვით;
2. შედარება - შესაძლებელია ნებისმიერი კანონის თუ ნორმატიული აქტის და მისი ნებისმიერი ქვეპუნქტის ორი მდგომარეობის კოდიფიცირებული ტექსტი შეადაროთ ერთმანეთს, სადაც ცვლილებები ძალიან თვალსაჩინოდ, განსხავებული შეფერილობის ტექსტებით გამოჩნდება;
3. იურიდიული დამუშავება - შესაძლებელია ნორმატიულ აქტებსა და კანონებში მნიშვნელოვანი ტექსტების, წინადადებების თუ აბზაცების გაფერადება, დაკომენტირება და ჩანიშვნა თქვენს დოკუმენტებში;
4. იურიდიული ლექსიკონი - ხელმისაწვდომი ხდება იურიდიული ლექსიკონი;
5. ინფორმაციის გამოწერა - შესაძლებელია საკანონმდებლო სიახლეების გამოწერა როგორც არჩეული მიმღები ორგანოს, ასევე სასურველი ნორმატიული აქტის მიხედვით. შედეგად, ახლად მიღებული თუ შეცვლილინორმატიული აქტების შესახებ ინფორმაციას დაუყოვნებლად მიიღებთ მეილზე.
სერვისით სარგებლობისთვის ბსუ-ს დომეინის ელფოსტის (examle@bsu.edu.ge) საშუალებით უნდა დარეგისტრირდეთ ვებგვერდზე : www.mygss.ge.
აღნიშნული პროგრამით სარგებლობა შეუძლია ბსუ-ს ელ.ფოსტის მქონე თანამშრომელს და სტუდენტს.
უკან |