ევროპის დღის კვირეულის ფარგლებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვიმმართველობის, სტუდენტთა მომსახურებისა და მხარდაჭერის სამსახურის, სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრის ორგანიზებითა და ბათუმის საკრებულოს მხარდაჭერით დევიზით - ”გზა ევროპისაკენ” ველომარათონი და სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. ველომარათონის მონაწილე 40-მდე სტუდენტმა სტარტი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ეზოდან აიღო და 6 მაისის პარკის გავლით სიმბოლურად ევროპის მოედნისაკენ გაემართა. საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროპისმცოდნეობის სპეციალობის სტუდენტებმა მოხსენებები წარმოადგინეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ევროკავშირი გლობალური ფაქტორი, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები ისტორიულ ჭრილში. ევროკომისიამ 2013 წელი მოქალაქეთა ევროპულ წლად გამოაცხადა.
უკან |