ართვინის ჭოროხის უნივერსიტეტის რექტორი მეჰმედ დუმანი პრორექტორთან და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ერთად ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია. უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ ალიოშა ბაკურიძესთან და ფაკულტეტების დეკანებთან გამართულ შეხვედრაზე ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებს პარტნიორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების „Mevlana“-ს გაცვლით პროგრამაში მონაწილეობას. საერთაშორისო გაცვლით პროგრამას თურქეთის უმაღლესი განათლების აღმასრულებელი საბჭო აფინანსებს და მიზნად ისახავს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლას თურქეთისა და უცხოეთის სხვა უმაღლეს სასწავლო-საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
უკან |