გაცვლითი პროგრამა ნახჭევანის უნივერსიტეტში

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ნახჭევანის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში განათლებისა და მეცნიერებათა ფაკულტეტის თურქული და ინგლისური ფილოლოგიის სპეციალობის ოთხმა სტუდენტმა ნახჭევანში ერთსემესტრიანი საგანმანათლებლო პროგრამები გაიარა. გაცვლითი პროგრამა ერთი წელია მოქმედებს და მიზნად ისახავს პარტნიორ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ერთობლივი სასწავლო, სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას. სექტემბრიდან ბსუ სხვადასხვა სპეციალობის აზერბაიჯანელ სტუდენტებს უმასპინძლებს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა