„რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ისტორია და თანამედროვეობა“

სურათი

სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით, სტუდენტური თვითმმართველობისა და სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრის მხარდაჭერით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში კონფერენცია გაიმართა თემაზე: „რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ისტორია და თანამედროვეობა“. სესიაზე მოხსენებები იყო წარმოდგენილი ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: რუსეთ-საქართველოს გეოპოლიტიკური ინტერესები ჩრდილოეთ კავკასიაში და საერთაშორისო ურთიერთობები XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე. კონფერენციის ფარგლებში დისკუსია გაიმართა, რომელშიც სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად, უმაღლესი საბჭოს წევრი აკაკი ძნელაძე, საქართველოს ყოფილი ელჩი საბერძნეთში ირაკლი თავართქილაძე და საზოგადოების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა