პირველობა მინიფეხბურთში

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველობა ჩატარდა მინიფეხბურთში. შეჯიბრი სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით გაიმართა და მასში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების 32 გუნდი მონაწილეობდა. ფინალში ერთმანეთს განათლებისა და მეცნიერებათა ფაკულტეტის გუნდი „მანჩესტერი“ და სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის გუნდი „სკუდრა სოციალი“ დაუპირისპირდა, შეხვედრა ანგარიშით 3:2 დასრულდა. კომპეტენტურმა ჟიურიმ ჩემპიონატის მონაწილე სტუდენტებს შორის საუკეთესო ფეხბურთელად მამუკა დევაძე დაასახელა (გუნდი „ბაბულიკები“), საუკეთესო ბომბარდირად - ირაკლი მიქელაძე (გუნდი „ლეიკერსი“), ხოლო საუკეთესო მეკარედ - სულხან დუმბაძე (გუნდი „სკუადრა სოციალი“). გამარჯვებული გუნდის „მანჩესტერის“ წევრები სიგელებით, თასითა და მედლებით დაჯილდოვდნენ და საუკეთესო მოთამაშეებთან, მსაჯთან და ორგანიზატორებთან ერთად ექსკურსიაზე რაბათში გაემგზავრებიან.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა