ხელოვნების საერთაშორისო კინოფესტივალის ,,მემკვიდრეობა“ ფარგლებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სანდრო ვახტანგოვის ფილმის ,,ძმები კარბელაშვილები“ და უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ისადმი მიძღვნილი თამარ თაგვაძის ფილმის ,,იქ სადაც ცა და დედამიწა ერთდება“ ჩვენება გაიმართა. სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა წარმოდგენილი ფილმების მნიშვნელობაზე ცნობილ რეჟისორთან მიხეილ კობახიძესთან და ფესტივალის ორგანიზატორთან მათე ტაკიძესთან ერთად ისაუბრეს.
უკან |