შოთა რუსთაველის დარბაზში აბრეშუმის გზის მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „ტურიზმის განვითარება შავი და კასპიის ზღვების რეგიონებში“ გაიხსნა. სამი დღის განმავლობაში ქართველი, ამერიკელი, თურქი და აზერბაიჯანელი მკვლევრები ტურიზმის განვითარებისა და არსებული პრობლემების მოგვარების გზებზე იმსჯელებენ. კონფერენციაზე მოხსენებები წარმოდგენილი იქნება კულტურული ტურიზმის, განათლების ტურიზმის, სამედიცინო ტურიზმისა და ეკონომიკური ტურიზმის საკითხებზე. საერთაშორისო კონფერენცია შავი ზღვის უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანიზებით ტარდება.
უკან |