უმაღლესი განათლებისა და მეცნიერებათა რეფორმის ახალი კონცეფციის პროექტის განხილვა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში უმაღლესი განათლებისა და მეცნიერებათა რეფორმის ახალი კონცეფციის პროექტის განხილვა მოეწყო. შეხვედრაზე უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ, აჭარის არ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა გიორგი თავამაიშვილმა, პროფესორ-მასწავლებლებმა, მეცნიერებმა, საზოგადოების წარმომადგენლებმა საკუთარი მოსაზრებები და წინადადებები წარმოადგინეს. ასევე ისაუბრეს ტენუარის სისტემაზე, აკადემიური თავისუფლების, მიუკერძოებლობის და ხარისხის დამცავ მექანიზმსა და აკადემიურ თვითმმართველობაზე. კონცეფცია რამდენიმე თვის წინ განათლებისა და მეცნიერების რეფორმის კომისიის მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფმა პროფესორ გია დვალის ხელმძღვანელობით შეიმუშავა და მიზნად ისახავს სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებების რეფორმას. პროექტის განხილვა უნივერსიტეტისა და საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის აჭარის განყოფილების ინიციატივით ჩატარდა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა