უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში თურქეთის მცოდნეობისა და თურქული ენისა და ლიტერატურის სპეციალობის სტუდენტებმა ქართულ-თურქული საღამო გამართეს. მომავალმა თურქოლოგებმა ქართულ და თურქულ ენებზე სიმღერები, სკეტჩები შეასრულეს და ლექსები წაიკითხეს. თურქეთის რესპუბლიკის გენერალურმა კონსულმა ბათუმში ენგინ არიქანიმ და იუნუს ემრეს კულტურის ცენტრის დირექტორმა ბარიშ დემირიმ ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრეს და კულტურული ღონისძიების მონაწილეებს სიგელებთან ერთად სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. საღამო თურქული ენის მასწავლებლის ჩენგიზ გუზელ ოლუქის ორგანიზებით ჩატარდა.
უკან |