შოთა რუსთაველის დარბაზში სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის როსტოკის უნივერსიტეტის ეკონომიკურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა მაიერ ცუ ნატრუპიმ საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: „ეკონომიკური კრიზისი ევროპაში“. მომხსენებელმა კრიზისის გამომწვევ მიზეზებზე, მათი დაძლევის გზებზე და ევროკავშირში შემავალი ქვეყნების ეკონომიკური განვითარების ჰომოგენურობის აუცილებლობაზე ისაუბრა. ყურადღება გაამახვილა ასევე ევროკავშირის, როგორც პოლიტიკური გაერთიანების დადებით და უარყოფით მხარეებზე. საჯარო ლექციის დასასრულს დისკუსია გაიმართა და მკვლევარმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.
უკან |