უნივერსიტეტში მაღალმთიან აჭარაში ტურიზმის განვითარებისა და მიგრაციის შემცირების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

სურათი

მაღალმთიან აჭარაში ტურიზმის განვითარებისა და მიგრაციის შემცირების საკითხებს მიეძღვნა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართული შეხვედრა. მიუნხენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის 20-კაციანი დელეგაციის წევრებმა ხულოს მუნიციპალიტეტში განხორციელებული ტურისტული ტურის შედეგები წარმოადგინეს. ერთი კვირის განმავლობაში გერმანელი სტუდენტები გერმანიის განათლების სამინისტროს მხარდაჭერითა და მიუნხენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის დეკანის თეო ებერჰალდის ხელმძღვანელობით მაღალმთიან რეგიონში ფოლკლორს, ქართულ ტრადიციებსა და სამზარეულოს ეცნობოდნენ. უცხოელი სპეციალისტების შეფასებით, შესაძლებელია ტურიზმი მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობისთვის ახალი შემოსავლის წყარო გახდეს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა