განათლებისა და მეცნიერებათა ფაკულტეტის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის III და IV კურსის სტუდენტები სწავლების მეთოდიკის ხელმძღვანელთან მადონა მიქელაძესთან ერთად, პროექტის: „თანამშრომლობა უკეთესი მომავლისთვის“ ფარგლებში ქედის, შუახევისა და ხულოს საჯარო სკოლებს ეწვივნენ. ახალგაზრდებმა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციოლოგიური გამოკითხვა ჩაატარეს ისტორიისა და სამოქალაქო სწავლების საკითხებზე და სკოლებს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მასწავლებელთა ასოციაციის სახელით საჩუქრად წიგნები გადასცეს. პროექტი მიზნად ისახავს სკოლისა და უნივერსიტეტის სამეცნიერო–კვლევითი საქმიანობის ინტეგრირებას, მასწავლებლის განათლების ახალი საზრისისა და დანიშნულების განსაზღვრასა და არსებული მდგომარეობის ანალიზს.
უკან |