„უნივერსიტეტისა და წარმოების თანამშრომლობა - გამოცდილებიდან სტრატეგიამდე“

სურათი

ტემპუსის პროექტის „უნივერსიტეტი-წარმოება ურთიერთობის გაძლიერება კომპეტენციებზე დაფუძნებული სწავლების გზით“ ფარგლებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სემინარი ჩატარდა თემაზე: „უნივერსიტეტისა და წარმოების თანამშრომლობა - გამოცდილებიდან სტრატეგიამდე“. სანტლივენის უმაღლესი კათოლიკური სკოლის პროფესორმა კრის ვან კერიმ (ბელგია), აალენის უნივერსიტეტის პროფესორმა კარინ კადოვიმ (გერმანია), გრენობლის აკადემიის პროფესორმა ესტერ გრუნკემაიჯერიმ (საფრანგეთი) და კოვენტრის უნივერსიტეტის პროფესორმა კუო მინგ ჩაომ (ინგლისი) სემინარის მონაწილეებს გაუზიარეს გამოცდილება უნივერსიტეტების ეკონომიკის სექტორთან თანამშრომლობისა და გამოყენებითი ხასიათის კვლევების, კვლევების კომერციალიზიის საკითხებში. ასევე გააცნეს აჭარაში არსებული რამდენიმე ორგანიზაციისა და უნივერსიტეტის თანამშრომლობის მაგალითები. პროექტის კოორდინატორმა, ასოცირებულმა პროფესორმა ლელა თურმანიძემ წარმოადგინა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხედვა სტუდენტთა სტაჟირების, კურსდამთავრებულთა დასაქმებისა და ინოვაციური კვლევების წარმოებასთან დაკავშირებით.


პროექტის მიზანია უნივერსიტეტებისა და ეკონომიკის სექტორის შესაძლებლობების გაძლიერება თანამშრომლობის გზით. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში შეიქმნება სამსახური, რომელიც ცალკეული საგანმანათლებლო პროგრამებისა და სამეცნიერო მიმართულებების მიხედვით შეისწავლის კურსდამთავრებულთა დასაქმებისა და სამეცნიერო კვლევების წარმოებაში დანერგვის შესაძლებლობებს. სამსახური ითვალისწინებს სხვადასხვა ორგანიზაციის, საწარმოსა და უნივერსიტეტის წარმომადგენლების რეგულარულ დიალოგს, რაც ხელს შეუწყობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში კვალიფიციური, კომპეტენტური სპეციალისტების მომზადებასა და კვლევების წარმოებას.


სემინარში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, აჭარის სავაჭრო და სამრეწველო პალატის, შპს „ბათუმის წყალის“, საპროექტო ორგანიზაცია „eggis”-ისა და ტურისტული სააგენტოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა