ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკლესიის მოძღვრების საფუძვლების „ეკლესიის საუნჯის“ წარდგინება გაიმართა. გამოცემა ერთგვარი ვრცელი კატეხიზმოა და მიზნად ისახავს მკითხველისათვის მართლმადიდებლური მოძღვრების გაცნობას. წიგნში აღწერილია ქრისტიანული სარწმუნოების სწავლა-მოძღვრება, საღმრთო განგებულობით სამყაროს შექმნა, დანიშნულება და ფუნქციონირება. ნაშრომი განკუთვნილია მორწმუნეებისა და ქრისტიანობით დაინტერესებულთა ფართო წრისათვის და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის 80 წლის იუბილეს ეძღვნება.
უკან |