ამერიკის კორნელის უნივერსიტეტის პროფესორმა იაგო გოჩელეიშვილმა საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: "ლოკალიზმი და უნივერსალიზმი კავკასიელ რევოლუციონერთა მსოფლმხედველობაში: რუსეთის ორმაგი იმიჯი ყაჯართა ირანში მეოცე საუკუნის დასაწყისში". მკვლევარმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფსორ-მასწავლებლებს მეოცე საუკუნის დასაწყისში რეგიონში განვითარებული მოვლენები გააცნო, წარმოადგინა საზოგადოებისათვის დღემდე უცნობი საარქივო მასალები. ისაუბრა კავკასიის რეგიონზე, რუსეთისა და ირანის იმპერიებსა და კონსტიტუციონალიზმის მნიშვნელობაზე ახალ სახელმწიფოებში. იაგო გოჩელეიშვილი ამერიკის წამყვან უნივერსიტეტში 2003 წლიდან კითხულობს ლექციებს აღმოსავლეთმცოდნეობაში. უცხოეთში მოღვაწე ქართველი პროფესორი ბსუ-ს ამერიკის საელჩოს ორგანიზებით ეწვია.
უკან |