მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის სამუშაო ვერსია განიხილეს

სურათი

უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა, არ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა, საჯარო სკოლების დირექტორებმა და პედაგოგებმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის სამუშაო ვერსია განიხილეს. საერთაშორისო კვლევასა და გამოცდილებაზე დაფუძნებულ ნორმატიულ დოკუმენტში ასახულია მაღალკვალიფიციური მასწავლებლისათვის საჭირო ცოდნა, უნარები და დამოკიდებულებები. მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის მიხედვით, უნივერსიტეტები მომავალი პედაგოგებისათვის სასწავლო პროგრამებს ამზადებენ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისათვის ტრენინგებს, სემინარებს, კონფერენციებს ატარებენ.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა