სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად აირჩიეს

სურათი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს ილია II-ს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა. უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ პატრიარქს დაბადებიდან 80 და აღსაყდრებიდან 35 წლის იუბილე მიულოცა, მის ღვაწლზე, უნივერსიტეტის განვითარებაში შეტანილ წვლილზე ისაუბრა, შოთა რუსთაველის მედალი და კრებული „აჭარული საუნჯე“ გადასცა. უწმიდესსა და უნეტარესს მიესალმნენ აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორი შუშანა ფუტკარაძე, კულტურისა და ხელოვნების განვითარების ფონდის „წმიდა ანდრიას ჯვრის“ დირექტორი მათე ტაკიძე და სტუდენტი ქეთევან დევაძე. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და სრულიად საქართველო დალოცა და უნივერსიტეტს წმიდა ნიკოლოზის ხატი აჩუქა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „მემკვიდრეობის“ გახსნას დაესწრო. კონფერენცია თემაზე „აფხაზეთი“ კულტურისა და ხელოვნების განვითარების ფონდის „წმიდა ანდრიას ჯვრის“ ორგანიზებით გაიმართა და ეძღვნებოდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის დაბადებიდან 80 და აღსაყდრებიდან 35 წლისთავს.

ქვეყნის სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესორ-მასწავლებლებმა და მკვლევრებმა მოხსენებები წარმოადგინეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: „საზოგადო მოღვაწეთა საარქივო მასალები აფხაზეთის შესახებ“, „აფხაზეთის კონსტიტუციური სტატუსი და საქართველოს მოვალეობები“, ქართულ-აფხაზური ურთიერთოებები და კონემატოგრაფი“, „ქართველის ნაციონალური სტერეოტიპი თანამედროვე აფხაზურ ლიტერატურაში“, „კოდორის (დალის სვანეთის) სალოცავები და ქრისტიანული ძეგლები“, „ამჟამინდელი აფხაზეთის მოსახლეობის ეთნიკურ-ენობრივი დახასიათება“, „ქართველთა და აფხაზთა ისტორიულ-სამართლებრივი მემკვიდრეობის საკითხი“, „ქართულ-აფხაზური ურთიერთობები“, „რუსეთის როლი აფხაზეთის საეკლესიო ცხოვრებაში“, „წმინდა სოფია, ღვთაებრივი სიბრძნე, რომელმაც უნდა დაიბრუნოს აფხაზეთი“ და სხვ.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა