ტემპუსის საგრანტო პროექტის წარმომადგენლების ვიზიტი

სურათი

ტემპუსის საგრანტო პროექტის „ინტერნაციონალიზაციისა და უმაღლეს განათლებაში ხარისხის უზრუნველყოფის შედარებითობის ხელშეწყობა (PICQA)” ფარგლებში ევროპის პარტნიორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ალიოშა ბაკურიძეს, ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ედიშერ ჩავლეიშვილსა და რექტორის მოადგილეებს შეხვდნენ. გერმანიის აკრედიტაციის საბჭოს ინჟინერიის, ინფორმატიკის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მათემატიკის მიმართულებების ექსპერტებმა იანა მოერინიმ და ბიგირიტ ჰანიმ, საფრანგეთის აკრედიტაციის სააგენტოს წარმომადგენელმა ლიზა ბიდანოვამ, როტერდამის უნივერსიტეტის პროფესორმა ასტრიდ ჰარტმანიმ, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა ნინო კოპალეიშვილმა შეხვედრაზე პროექტის განხორციელების პირობებსა და შედეგებზე ისაუბრეს. ვიზიტის ფარგლებში უცხოელმა ექსპერტებმა უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისათვის სემინარი ჩაატარეს თემებზე: „ხარისხის უზრუნველყოფის შიდა და გარე მექანიზმების ურთიერთობა“ და „დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობა“


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა