ტურიზმის ფაკულტეტმა ერთობლივი პროექტის ,,ნორვეგიაში, საქართველოსა და ყირგიზეთში ტურიზმის მდგრადი განვითარებისა და ინოვაციების სფეროში განათლება“ განხორციელების მეორე ეტაპი დაიწყო. კონკურსში მონაწილეობა 45 სტუდენტმა მიიღო. პირველი ეტაპის გამარჯვებულ 10 მონაწილეს ტელემარკის უნივერსიტეტის პროფესორებმა თემურ აბესაძემ და ფრუდე ლიენგიმ ტრენინგები ჩაუტარეს და 4 საუკეთესო კონკურსანტი შეარჩიეს. ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტები: სოფო ფოფხაძე, ავთანდილ საგინაძე და ერეკლე ჩიკვაიძე ნორვეგიის ტელემარკის უნივერსიტეტში ,,ტურიზმის მენეჯმენტის“ ერთწლიან, ხოლო გურანდა ბაგრატიონი ეკოლოგიის მიმართულებით მაგისტრატურის ორწლიან პროგრამას გაივლიან. უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალიოშა ბაკურიძე, ტურიზმის ფაკულტეტის დეკანი, როსტომ ბერიძე და ტელემარკის უნივერსიტეტის პროფესორი თემურ აბესაძე პროექტში მონაწილე სტუდენტებს შეხვდნენ და წარმატებები უსურვეს. შეხვედრაზე ტელემარკის უნივერსიტეტიდან დაბრუნებულ ახალგაზრდებს, რომლებმაც ნორვეგიაში ერთწლიანი სასწავლო პროგრამა გაიარეს სერტიფიკატები გადაეცათ.
უკან |