უნივერსიტეტის სპორტულ დარბაზს აგვისტოს ომში დაღუპული გმირის ამირან მამალაძის სახელი მიენიჭა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ აგვისტოს ომში დაღუპული გმირის უკვდავსაყოფად უნივერსიტეტის მცირე სპორტულ დარბაზს სტუდენტ ამირან მამალაძის სახელი მიანიჭა. ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენის მფლობელი კაპრალი 9 აგვისტოს საცეცხლე ზონაში დაჭრილი მეთაურის გამოსაყვანად დაბრუნდა. ის ერთადერთი სტუდენტი იყო აჭარიდან, ვინც 2008 წლის აგვისტოში, რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლაში დაიღუპა. უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ, პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა გმირის საფლავი ყვავილებით შეამკეს და ამირან მამალაძის ოჯახს ,,სსიპ - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მცირე სპორტული დარბაზისთვის ბსუ-ს სტუდენტ ამირან მამალაძის სახელის მინიჭების“ შესახებ სერტიფიკატი გადასცეს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა