ტემპუსის პროექტების ანგარიშის წარდგინება

სურათი

ტემპუსის პროექტების წევრებმა უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ალიოშა ბაკურიძეს და რექტორის მოადგილეს სამეცნიერო დარგში ნათია წიკლაშვილს "სამაგისტრო პროგრამა - უმაღლესი განათლების რეფორმის ლიდერების მომზადება“ - ,,MAHATMA" და ,,უნივერსიტეტის მართვის ინტეგრირებული სისტემები“ -,,INURE" მიმდინარეობის შესახებ ანგარიშები წარუდგინეს. პროექტში ,,MAHATMA“ ჩართულია სამი ევროპული უნივერსიტეტი და ორი პროფესიული განვითარების ცენტრი, ასევე ოთხი უმაღლესი სასწავლებელი საქართველოდან და ოთხი სომხეთიდან. პროექტი ითვალისწინებს უმაღლესი განათლების ადმინისტრირებაში სამაგისტრო პროგრამის შემუშავებას, მის დანერგვასა და სტუდენტების გაცვლას პარტნიორ დაწესებულებებში. პროექტის ფარგლებში გაიმართა ერთკვირიანი ტრენინგები საფრანგეთში (ქ. სევრი) და იტალიაში (ქ. პალერმო). ტრენინგებს ესწრებოდნენ პროექტის წევრები: ასოც. პროფ. ლელა თურმანიძე (პროექტის კოორდინატორი), პროფესორები: ლელა თავდგირიძე, გული შერვაშიძე, ასისტენტ პროფესორი ნანა მაზმიშვილი და მასწავლებელი ნინო მიქელაძე. ევროპელი, ქართველი და სომეხი პარტნიორები პროგრამით გათვალისწინებული საერთო სწავლის შედეგებზე შეთანხმდნენ.

ამჟამად ბსუ-ს ჯგუფი სამაგისტრო პროგრამის ზოგიერთი მოდულის პილოტირებაზე მუშაობს, ხოლო პროექტის ,,INURE“ გუნდი ევროპული გამოცდილების გაზიარებით უნივერსიტეტის მართვის ინტეგრირებული სისტემის შექმნაზე. პროექტის წევრებმა ასოცირებულმა პროფესორმა, გულადი ფარტენაძემ და ასისტენტ პროფესორმა, გრიგოლ კახიანმა გერმანიაში ჩატარებული ორკვირიანი ტრენინგების შედეგები და უახლოესი გეგმა წარმოადგინეს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა