ქართველოლოგიის მეორე საზაფხულო სკოლა ,,კორპუსის ლინგვისტიკა და ქართველოლოგიის პრობლემები“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ფრანკფურტის ლინგვისტური წრისა და ფრანკფურტის იოჰან ვოლფგანგ გოეთეს უნივერსიტეტის ორგანიზებით ქართველოლოგიის მეორე საზაფხულო სკოლა ,,კორპუსის ლინგვისტიკა და ქართველოლოგიის პრობლემები“ გაიხსნა. რვადღიანი საზაფხულო სკოლა ორი მიმართულებით იმუშავებს: ,,ქართული ენის ეროვნული კორპუსი - პროცესი და პროდუქტი“ და ,,ქართველოლოგიის სპეციალური პრობლემები კორპუსთან მიმართებაში - უარყოფა, მოდალობა, ევიდენციალობა“. საზაფხულო სკოლა მიზანად ისახვს ქართული ენის ეროვნული კორპუსის შექმნის პროცესისა და გამოყენების გაცნობასა და დანერგვას, როგორც ტექნოლოგიური ისე ლინგვისტური პერსპექტივებიდან გამომდინარე. ქართველი და გერმანელი პროფესორ-მასწავლებლები საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტების 60-მდე სტუდენტს თეორიულ კურსებთან ერთად მონაცემთა ბაზების გამოყენების პრაქტიკულ ჩვევებს გააცნობენ. პროგრამის ფარგლებში ცნობილი მეცნიერები იოსტ გიბერტი (ფრანკფურტი) და პაულ მოირერი (ბერგენი) კორპუსის ლინგვისტიკაში ვორკშოფს ჩაატარებენ. მონაწილეებს ფრანკფურტის უნივერსიტეტის საერთაშორისო სერტიფიკატი გადაეცემათ.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა