ბათუმის საკრებულომ უნივერსიტეტის პროფესორებს დამსახურებული მოღვაწის წოდება მიანიჭა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის და პროფესორებს: რეზო დიასამიძეს, ოთარ გოგოლიშვილს, ემერიტუს-პროფესორ ბიჭიკო დიასამიძეს დამსახურებული მოღვაწის და ემერიტუს-პროფესორ აკაკი ბერიძეს საპატიო ბათუმელის წოდება მიენიჭათ. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით, დღესასწაულის - „ბათუმობა - 2013“ - ფარგლებში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესორ-მასწავლებლებმა საპატიო წოდება განათლებასა და მეცნიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მიიღეს. უნივერსიტეტის რექტორატი, აკადემიური პერსონალი და ადმინისტრაცია დამსახურებულ მოღვაწეებს ულოცავს წარმატებას.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა